სიახლეები
სკოლები

„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“- ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
04-04-2024
-
+


ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება. 

ახლახან, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ. VI კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ერთად, ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ნამუშევრები - ფერადი წინდები და საინფორმაციო კედლის გაზეთი შექმნეს. გარდა ამისა, მათ საინფორმაციო პრეზენტაცია მოამზადეს, რომლის მიზანი სასკოლო თემში ცნობიერების ამაღლება იყო. მოსწავლეებმა სტერეოტიპების წინააღმდეგ გაილაშქრეს და უფლებების დაცვაზე ისაუბრეს.

აქტივობის ხელმძღვანელი ნაზი მაისურაძე იყო, რომელიც მოსწავლეთა წინსვლაზე დაუღალავად ზრუნავს.

„ამ დღის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა ეტაპზე.
პრეზენტაციის მიზანი, დაუნის სინდრომის შესახებ, ცნობიერების ამაღლება იყო, რათა ხელი შეეწყოს არსებული სტერეოტიპების მსხვრევასა და მათი უფლებების დაცვას. სადაც თავს განსხვავებულად კი არა, განსაკუთრებულად იგრძნობენ!
ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“,- აღნიშნავს ნაზი მაისურაძე.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო1  
ვიდეო2 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ

„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“



ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს

ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება