სიახლეები
სკოლები

იდლიანის საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბის წევრები ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულები არიან 
04-04-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბის წევრები სხვადასხვა საინტერესო და შემოქმედებით პროექტებში დიდი მონდომებით ერთვებიან სადაც წარმატებას აღწევენ.

Art-დინოვი - ეს არის იდლიანის საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბი, კონცეფციით „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“. კლუბში გაერთიანებულია 12 გოგონა. ისინი იდლიანის თემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ, რომ ძველ ნივთებს შესძინონ ახალი სიცოცხლე.  იქნება ეს, ძველი, მობეზრებული ტანისამოსი, ხის ნარჩენი მასალა თუ ა.შ.

აღსანიშნავია, რომ Art-დინოვი მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში, გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა კი ხმარდება სხვადასხვა სოციალურ ინიციატივებს.

მათ შორის იყო პროექტი  - „ახალგაზრდების ხმა სვანეთიდან“, სადაც მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს და გაიმარჯვეს.

„მაღალმთიანი სვანეთის, ისეთი მიუვალი თემისთვის, როგორიც იდლიანია და რომელიც ძალიან შორს არის დაბა მესტიიდან დაშორებული, ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა ფორმალური განათლების გარდა დაინტერესდნენ სხვა სფეროებით, Art-დინოვი კი აღმოჩნდა ახალი შესაძლებლობა, ახალგაზრდების ნიჭისა და მისწრაფებების რეალიზებისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გუნდის წევრები ეხმარებიან სოციალურად დაუცველ თანატოლებს, აწყობენ სხვადასხვა კულტურულ თუ შემეცნებით ღონისძიებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ

„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“



ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს

ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება