მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტსა და აქციას დიდი მონდომებით აწყობენ.
მათ შორის იყო მოხალისე მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული კლუბის - „სიკეთე გადამდებია“ პროექტი „ჩვენი სკოლის ეზო“, რომელიც წარმატებით დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ მოეწყო მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომელიც საქველმოქმედო სახის იყო.
შემოწირული თანხით სკოლამ მცენარეთა ნერგები შეიძინა, რომლებიც მოსწავლეებმა დარგეს სკოლის ეზოში. მათ გარემოს გამწვანებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
კლუბის ხელმძღვანელები ნონა ზოიძე, ინგა გაბიტაძე და მარი დოლიძე გახლავთ. ისინი მადლობას უხდიან ყველას, ვინც ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში მონაწილეობდა.
მოსწავლეთა დევიზი გახლდათ - „ერთად ვაკეთოთ სიკეთე, რადგან სიკეთე გადამდებია“.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს