მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნანა კიზირია ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მასწავლებელია, ბავშვობიდანვე სურდა პედაგოგობა და დასახულ მიზანს მიაღწია კიდეც, ახლა კი პედაგოგის რანგში, სამართლიანობით, შრომისმოყვარეობითა და მოსწავლეების სიყვარულით, თაობების აღზრდაზე ზრუნავს და თავისი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნანა კიზირიასთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- კომუნიკაბელურობა, გადმოცემის უნარი, პროფესიის სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სიმშვიდეს, გაკვეთილის მიზნის მიღწევას, ერთმანეთის მოსმენას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „შეხედეთ“ „დაუკვირდით“ „რამე კითხვა ხომ არ გაქვთ?“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- დავისახავდი მიზანს და აუცილებლად მივაღწევდი მას. გავხდებოდი მასწავლებელი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ, რომ ვარ ყურადღებიანი, შრომისმოყვარე, სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- რა უნდა მესწავლა, რომ გავმხდარიყავი მასწავლებელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...