მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საჭიროებები ყოველთვის გათვალისწინებულია. სკოლის დირექცია და პედაგოგები აქტიურად ცდილობენ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.
ამის დასტურია სკოლის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა.
მათი იდეა იყო სოციალური სივრცის შექმნა, სადაც გააერთიანდებდნენ მინი კინოთეატრსა და სახელოვნებო წრეს. ის მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი უნარები განავითარონ და საინტერესო აქტივობები განახორციელონ. ამასთან დაკავშირებით მათ ორგანიზაცია „ახალგაზრდული იდეა სვანეთში“ გააგზავნეს პროექტი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სოფელი იდლიანი მესტიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე შორს მდებარე თემია, რომელიც უახლოესი ქალაქიდან 76 კმ-ით არის დაშორებული. შესაბამისად, იდლიანის ახალგაზრდობა მოკლებულია იმ სოციალურ, თუ კულტურულ წრეებს, რომლის არსებობასაც უდიდესი როლი უჭირავს ადამიანის განვითარებაში. ერთადერთი ნათელი წერტილი არის სკოლა, რომელიც შეძლებისდაგვარად ზრუნავს, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში ახალგაზრდების განვითარებაზე.
სკოლამ ორგანიზაციაში პროექტის შესახებ შემდეგი წერილი გაგზავნა, რომელმაც დაფინანსება მიიღო.
„იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით, გვსურს შევქმნათ სოციალური სივრცე, სადაც გავაერთიანებთ მინი კინო-თეატრსა და სახელოვნებო წრეს. ეს შენობა (ოთახი ) შეასრულებს სააქტო დარბაზისა და სამკითხველოს ფუნქციას, რომელიც ახალგაზრდებს უმასპინძლებს , როგორც ყოველდღიურად ასევე საშაბათკვირაო სკოლაში და მისცემს მათ შესაძლებლობას აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი უნარები. ასევე ამ ოთახში იდლიანის თემის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ჩაატაროს სხვადასხვა ფორმალური შეხვედრები. ეს სივრცე სკოლის მოსწავლეებისთვის შეასრულებს საკონცერტო დარბაზის ფუნქციას.
აღსანიშნავია, რომ შენობა გვაქვს სკოლასთან ახლოს, თუმცა დარბაზს სჭირდება მოწყობა, რაშიც ვფიქრობთ, რომ თქვენი პროექტი ძალიან დაგვეხმარება.
აღსანიშნავია, რომ იდლიანის საჯარო სკოლას და არა მარტო სკოლას, არამედ თემს არ აქვს ისეთი სივრცე სადაც შეიძლება სხვადასხა სახის შეხვედრები ჩატარდეს. მეტიც, სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება ტარდება, თუმცა არა საკონცერტო სივრცეში, არამედ საკლასო ოთახებში.
პროექტის ფარგლებში ჩვენი სურვილია, რომ მოვაწყოთ სივრცე, რომელიც უკვე გვაქვს, შევიძინოთ ის აუცილებელი ნივთები, რომლებიც გვჭირდება. იმისთვის, რომ შემდეგში ჩავატაროთ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. მცირე კონფერენციები, შემოქმედებითი საღამოები, სასკოლო ღონისძიებები და თეატრალური წარმოდგენები. ვინაიდან და რადგანაც, სვანეთის თემთა უმრავლოსობა იდლიანის მსგავსად დგას ამ პრობლემის წინაშე ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა მოხეტიალე დასი, რომელიც რამდენიმე შეხვედრას ასევე გამართავდა იდლიანის ახლო მდებარე თემებში. ვგეგმავთ გასვლით კინოჩვენებებს ჭუბერისა და ხაიშის თემებში. დასკვნით ღონისძიებას კი იდლიანის თემში კინოფესტივალის სახით.
პროექტის ფარგლებში ასევე ვგეგმავთ თეატრალური დადგმის მომზადებას, სადაც ბილეთის თანხა იქნება სიმბოლური. შემოსული თანხით კი გვინდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. (მხედვალობაში გვაქვს ორი ოჯახი ,რომელთაც საცხოვრებელი დაეწვათ .)
ასევე პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ პოეზიის საღამოს სათაურით „გაზაფხულის პოეტები“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები .
საინტერესოა, რომ ამ სივრცეში თავმოყრილი იქნება, როგორც შემეცნებითი ასევე გასართობი ადგილები. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ეს ადგილი, როგორც სამკითხველოდ, ითამაშონ სხვადასხვა სამაგიდო თამაშები (რომლებიც გვაქვს სკოლაში ) და რაც მთავარია შემდეგ გასვლითი შეხვედრების საშუალებით ეს შესაძლებლობები გაუზიარონ სხვა თემის ახალგაზრდებსაც“, - აღნიშნულია წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში