მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე - გოგსაძე სასკოლო საზოგადოებას ღირსეულად უძღვება.
მისი თაოსნობით, მოსწავლეებსა და მასწავლებებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. დირექტორის აზრით, კარგი მასწავლებელი აუცილებლად ნაკითხი და განათლებული უნდა იყოს. წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯილდო მიუღია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელით დაჯილდოებას მიიჩნევს. ამ და სხვა საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საგნის ცოდნასთან ერთად, იყოს ნაკითხი და განათლებული; უყვარდეს თავისი საქმე; იყოს პასუხისმგებლიანი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სწავლა-აღზრდის საქმის სათანადო დონეზე დაყენებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ცოდნა ძალაა.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ავირჩევდი ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- განათლებულ, საგნის ღრმად მცოდნე, სამართლიან, მომთხოვნ და ემპათიურ მასწავლებლად.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელით დაჯილდოება, მიუხედავად სხვა ჯილდოებისა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- საქართველოს ისტორია; უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ძველი ქართული მწერლობის სწავლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მათემატიკის პოპულარიზაცია