მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი მურად ესართია პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებთან, ასევე კოლეგებთან მეგობრული, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც კარგად გამოსდის. პედაგოგი მოსწავლეებს ყოველთვის საჭირო რჩევებს აძლევს და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს.
მურად ესართია etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მოსწავლის, კოლეგების და პროფესიის სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეთა ჩართვას სასწავლო პროცესში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ჩემო კარგო, გეთაყვა, მეგობარო.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- იგივე პროფესიას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ დადებითად, ისე ვხედავ ჩემს სუსტ მხარეებსაც.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული წარმატებები, ასეთი არაერთია საბედნიეროდ ჩემი მოღვაწეობის პროცესში
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- სტუდენტური, დამოუკიდებელი წლები. (ეს ჩვენს დროს)
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...