მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, მე-5 კლასის დამრიგებელმა და ინგლისური ენის პედაგოგმა - ანა ჭანიამ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ჩაატარა.
ბავშვებმა ამ დღესთან ერთად, ასევე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეც აღნიშნეს და სკოლაში საინტერესო ინფორმაციები წარადგინეს.
მოსწავლეები გაერთიანდნენ სლოგანის - „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ გარშემო და საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მე-3 ბ კლასელებმა თემატური ნახატები, პლაკატები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მე-5 კლასელებმა კი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ ისაუბრეს თუ რას ნიშნავს აუტიზმი და მის შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაში წვლილი შეიტანეს.
მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნენ თემის გარშემო არსებულ მოსაზრებებს და ცოდნა აიმაღლეს.
პედაგოგმა - ანა ჭანიამ ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო წერილი გამოქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„როდესაც გყავს აუტისტი შვილი ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლაა იმისთვის, რომ როგორმე გამოიყვანო ნაწილობრივ მაინც ამ მდგომარეობიდან, თან უნდა იყო მშვიდი, უნდა ისწავლო, მუდმივად ისწავლო და განათლდე ამ კუთხით, ყოველი დღე უნდა იყოს ფერადი და საინტერესო. უნდა იბრძოლო მისი უფლებებისთვის, უნდა გამოიცნო რა უნდა, რა სტკივა, რა უხარია, რატომ არ ძინავს, რატომ არ ჭამს, რატომ არ ... და ასე შემდეგ დაუსრულებლად... თუ ირგვლივ ისეთი ადამიანები გყავს, ვისაც ეს არ ესმის უნდა აუხსნა და აუმაღლო ცნობიერება აუტიზმის შესახებ. აუტიზმი დაავადებაა არააა აუტიზმი მდგომარეობაა, სადაც სრულყოფილება და ქაოსი ერთმანეთს ეჯახება. აუტიზმი არ არის განაჩენი, აუტიზმი სიყვარულის გასაღებიაა...
მადლობა უფალს რომ მე ადუს დედიკო მქვია“, - წერს პედაგოგი.
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს - ანა ჭანიას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს