სიახლეები
სკოლები, პიროვნება

„თქვენი ღვაწლი დაუვიწყარია“-  შაუმიანის N1 საჯარო სკოლა დირექტორს - არტუშ ურუმიანს გლოვობს
04-04-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ სკოლის დირექტორი არტუშ ურუმიანი გარდაიცვალა.

სკოლამ, სოფელმა და მუნიციპალიტეტმა ღირსეული პიროვნება, წარმატებული დირექტორი, პროფესიონალი პედაგოგი დაკარგა, ოჯახმა კი მზრუნველი, მოსიყვარულე მეუღლე, მამა და ბაბუა.

ის სასკოლო საზოგადოების წინსვლასა და წარმატებაზე აქტიურად ზრუნავდა, ხელს უწყობდა სახელმწიფო ენის შესწავლას, დიდი სიყვარულით უზიარებდა მოსწავლეებს საქართველოს ისტორიას, აქტიურად მონაწილებოდა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

„ძალიან რთული და დაუჯერებელია ბატონ არტუშზე წარსულში საუბარი. ბატონი არტუში რამდენიმე ათეული წელი ღირსეულად ედგა სათავეში ჩვენს სკოლას. 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით, საგანმანათლებლო სისტემის რეფორმების პროცესში ახალგაზრდების განათლებისა და აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2022 წელს მიიღო დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი!
თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს.
ბატონო არტუშ, თქვენი ღვაწლი დაუვიწყარია. მშვიდად განისვენეთ! უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი“,- იხსენებენ სკოლაში. 

„ეტალონის“ გუნდი გარდაცვლილის ოჯახისა და კოლეგების მწუხარებას იზიარებს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება

1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

პიროვნება
„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე

„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...

სკოლები
პროექტი აერთიანებდა მათემატიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს
 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მათემატიკის პოპულარიზაცია

 

მოსწავლეებმა არა მხოლოდ ენობრივი უნარები გამოავლინეს, არამედ გაეცნენ დღესასწაულის ტრადიციებს

 

სასწავლო პროცესის ასეთი ფორმა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მამოტივირებელი აღმოჩნდა
 
 
ზვიად გამსახურდიას საფლავთან სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება