მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, მე-9 კლასში ქართული ენისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები პედაგოგების - ნინო დალაქიშვილისა და ნანა ჯიქიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მათ მიუსაფარი ცხოველების ცხოვრებაში ხალხის როლსა და ძალაზე იმსჯელეს, შექმნეს სლოგანი, ლოგო და კანონმდებლობა.
„ვითომ სიკეთემ ნამდვილი ბოროტება წარმოშვა. ადამიანებმა უკეთესის ძიებაში ისიც დაკარგეს, რაც გარემოებამ და ათეული წლების პრაქტიკამ აუცილებლობად მიანიშნა - მეგობრობა ბუნებასთან და ბუნების შვილებთან“- სილოვან ნარიმარიძის ეს სიტყვები გასდევდა ამ დღეს. ისინი მან ნაწარმოებში „უენოთა ბელადი“ დაწერა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს ეხებოდა.
„მოსწავლეებმა კანონმდებლობა შექმნეს, რომელიც დამაფიქრებელია საზოგადოებისთვის, რათა უფრო მეტი გულისხმიერებით განეწყონ მიუსაფარი ცხოველების მიმართ, იზრუნონ და მოუარონ მათ. „ნუ მოხსნი საყელურს უენოს“, „ვისაუბროთ უენოთა ნაცვლად“, „ადამიანი მიუსაფარი ცხოველების გვერდით“ - ეს ის გზავნილებია, რომელიც უკეთეს მომავალს მოუტანს მიუსაფარ ცხოველებს და ამით ადამიანიც გაიხარებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...