მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოფიო მანია აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია, მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ახარებს მათი წარმატება და ზრუნავს, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ სოფიო მანიასთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიონალი, ტოლერანტული, მეგობრული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლისა და მასწავლებლის კოორდინაციულ მუშაობას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გთხოვთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- თავდაუზოგავად ვიშრომებდი, რომ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე გრანტით ჩამებარებინა.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სხვადასხვა ოლიმპიადებზე ჩემი მოსწავლეების საუკეთესო შედეგები.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- უცხო ენები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გარკვეულ შემთხვევებში სკოლებში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს საკლასო ოთახებში“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
სწავლებისა და განვითარების თეორიები, რომლებიც საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე მოეთხოვებათ მასწავლებლებს
როგორი იქნება განახლებული ოქროსა და ვერცხლის მედლები წარჩინებული მოსწავლეებისთვის - დიზაინი ცნობილია