მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მანონი შონია აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მასწავლებელია, ზრუნავს სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომები დანერგოს და მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს - დიადი გეგმებით განათლების სადარაჯოზე დგას და თაობების აღზრდაზე ზრუნავს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედგაოგ მანონი შონიასთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სიახლეების ძიება, მოსწავლეების საჭიროებების გამოვლენა და დიფერენცირებული აქტივობების გამოყენების უნარი. 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ზომიერი დისციპლინა კარგი შედეგის მომტანია. მოსწავლე სწავლობს მოსმენას, თანამშრომლობას, პატივისცემას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე ...
- შეგახსენებთ გაკვეთილის მიზანს. ამ თემის ბოლოს ჩვენ გვეცოდინება ...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ყველა მასწავლებელს მოვთხოვდი მაქსიმალურად დაიხარჯოს, მეტი მომთხოვოს რომ რეპეტიტორი არ დამჭირდეს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მომთხოვნი, ხმამაღლა მოსაუბრე, მაგრამ მოსიყვარულე.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ყველა წარმატებით შესრულებული დავალება დიდ წარმატებად მიმაჩნია.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ყველა საკითხზე რატომ კითხვა მიჩნდებოდა. ინტერნეტის ეპოქაში რომ მესწავლა ალბათ დიდ ცოდნას მივიღებდი. მაგალითად, მე-4 კლასში მასწავლებელმა რომ გვითხრა დედამიწა ბრუნავსო. წლები მქონდა პროტესტის გრძნობა. ვსვამდი შეკითხვას მაშინ რატომ დგას ჩემი მეზობლის სახლი სულ პირდაპირ რატომ ერთხელ არ შებრუნდა მეთქი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გარკვეულ შემთხვევებში სკოლებში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს საკლასო ოთახებში“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
სწავლებისა და განვითარების თეორიები, რომლებიც საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე მოეთხოვებათ მასწავლებლებს
როგორი იქნება განახლებული ოქროსა და ვერცხლის მედლები წარჩინებული მოსწავლეებისთვის - დიზაინი ცნობილია