მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ოპიზაში“ სასწავლო წელი მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება, სადაც მოსწავლეები შემოქმედებით უნარებს ავლენენ.
ამჯერად, სკოლის მე-2 მწვანე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნინო რამაზაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები საინტერესო აქტივობების დახმარებით შეისწავლეს.
ისინი სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი საკრავების წარმოშობის ისტორიას გაეცნენ და ისინი ამოიცნეს როგორც ვიზუალურად, ასევე ტემბრალურად.
ბავშვებმა ასევე ხალხური სიმღერები შეასრულეს, რამაც კლასში დადებითი ატმოსფერო შექმნა და განწყობა აამაღლა.
ეს დღე ძალიან სახალისო, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ