მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეების განწყობის ამაღლებისთვის, მათთვის საინტერესო სასწავლო გარემოს მოწყობისა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებით ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია, მე-2 კლასის მოსწავლეთა გასვლითი ღონისძიება. ისინი, სტუმრად ციფრულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფუნჯების მაგივრად ნეონის ნათურებით განათებულ, ჰოლოგრამაში გაცოცხლებულ, ულამაზესი კონტრასტების სამყაროში, მოსწავლეებმა სასწავლო მასალა - „წყლის სამყარო“ უკეთ აღიქვეს და შეიმეცნეს.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების - „ხმელი წიფელი“, გაცოცხლებამ მოზარდებში განსაკუთრებული ემოცია აღძრა. მოსწავლეები ვაჟას ბუნებისა და სივრცის თანამონაწილეები გახდნენ და სკოლაში ენერგიულები და მოტივირებულები დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ გასვლით ღონისძიებას პედაგოგი ქეთინო მელიქიშვილი ხელმძღვანელობდა.
პედაგოგი მადლობას უხდის მეორე კლასის მშობლებს მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე