მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია world vision-ის ინიციატივით, მოსწავლეებს შემეცნებითი საუბრები ჩაუტარდათ.
world vision-ის წარმომადგენლებმა ბავშვებს მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია აუტიზმის შესახებ და ბავშვებთან ერთად სტერეოტიპები დაამსხვრიეს. მოწაფეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საკითხის მიმართ და მონაწილეობა მიიღეს სახალისო აქტივობებში.
2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა