მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ნინო მარკოზაშვილი პროფესიონალი, კომუნიკაბელური და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული პიროვნებაა. მის კლასში დისციპლინა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული, ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა და მათ აზრს ყოველთვის ისმენს და ითვალისწინებს.
პედაგოგი ნინო მარკოზაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიონალი, საგნის მცოდნე, კომუნიკაბელური.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- დისციპლინას მოსწავლე-მასწავლებელს შორის ურთიერთპატივისცემა განსაზღვრავს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- დღეს განსაკუთრებით საინტერესო საკითხი უნდა განვიხილოთ ერთად.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- უფრო მაგრად ვისწავლიდი, ვიდრე ახლანდელები.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრული, საინტერესოდ ხსნის გაკვეთილს, გამგებიანი (ვციტირებ ჩემი მოსწავლეების შეფასებას).
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი ხელმძღვანელობით, მოსწავლემ რესპუბლიკურ კონფერენციებში ორჯერ მიიღო მეორე ადგილი, ერთხელ პირველი.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ისტორია, ფარმაცია და მათემატიკა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გარკვეულ შემთხვევებში სკოლებში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს საკლასო ოთახებში“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
სწავლებისა და განვითარების თეორიები, რომლებიც საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე მოეთხოვებათ მასწავლებლებს
როგორი იქნება განახლებული ოქროსა და ვერცხლის მედლები წარჩინებული მოსწავლეებისთვის - დიზაინი ცნობილია