მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კირვალიძე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამორჩეული პიროვნებაა. მას მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და მათთვის რჩევებს არ იშურებს. პედაგოგი ცდილობს, ბავშვებს ლიტერატურა შეაყვაროს და თავისუფალ აზროვნებას მიაჩვიოს, რაც ძალიან კარგად გამოსდის. მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობა, სწორედ ამიტომ, ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.
მაია კირვალიძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სიყვარული, თანადგომა და პასუხისმგებლობა .
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სრულყოფილი გაკვეთილის ჩატარებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ჩემო ძვირფასებო“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ძალიან კარგად ვისწავლიდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრული, მკაცრი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემს მოსწავლეებს უყვართ ქართული ლიტერატურა, თავისუფალი აზროვნება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ისტორია, ლიტერატურა. მაინტერესებდა როგორო შევძლებდი კარგი გაკვეთილის ჩატარებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა