მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორი აკოფ პოზოიანი სასკოლო საზოგადოების განვაითარებასა და თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე აქტიურად ზრუნავს.
აკოფ პოზოიანი სკოლას დიდი წარმატებით, ღირსეულად უძღვება. ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეებსა და პედაგოგებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ფიქრობს, რომ კარგი მასწავლებელი აუცილებლად ინტელექტუალი და ტოლერანტი უნდა იყოს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ინტელექტი, ტოლერანტობა, ბავშვების სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- როდესაც მთელი კლასი ჩართულია გაკვეთილში, ყველამ იცის თავისი უფლებები და მოვალეობები.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ბავშვებო, გასაგებია? შეკითხვა ხომ არ გაქვთ?“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- გამოვიყენებდი დროს რაციონალურად, არ დავკარგავდი უაზროდ.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- სამართლიანი, მკაცრი, ყურადღებიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ბევრი წარმატება ოლიმპიადებში და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებები.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მათემატიკა, ფიზიკა, სპორტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა