მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას აძლევენ, არამედ მეგობრობას ასწავლიან.
ამას ადასტურებს ისიც, რომ მე-5 ა კლასელები, დამრიგებლის - მარინა ახალაურის ხელმძღვანელობით, საფრანგეთიდან დაბრუნებულ მეგობარს დიდი ჟრიამულით დახვდნენ. მათ ასევე, სკოლაში, საქართველო-საფრანგეთის მეგობრობასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.
მოსწავლეებმა მათი ტრადიციების, მოსახლეობის, ღირსშესანიშნაობების შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს.
ბავშვებმა ორი ქვეყნის - საქართველოსა და საფრანგეთის მსგავსება-განსხვავებებიც განიხილეს, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ