მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ, შემეცნებით და საგანმანათლებლო სახის აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-4 ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნელი ზაალიშვილის ხელმძღვანელობით, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ბიბლიოთეკაში მათ საბავშვო მწერლებსა და წიგნებზე საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს, დაათვალიერეს გარემო და ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრები წაიკითხეს.
სტუმრობის მიზანი იყო, ბავშვებში წიგნის სიყვარულის გაღრმავება და მისი მნიშვნელობის გააზრება.
1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“