სიახლეები
სკოლები

„გაზაფხული შემოსულა ლენ“ - ტყიბულის N6 სკოლის VI კლასის მოსწავლეთა ჩიტების ჭიკჭიკისა და ფუტკრების ზუზუნის ფონზე შექმნილი ჩანახატები 
05-04-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი უნარების განვითარებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს ორიგინალურ და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ყველაზე მეტად მხატვრულ მხარეზე მუშაობა უჭირთ და არ უყვართ, მაგრამ პედაგოგები აქტიურად ცდილობენ მათში ინტერესი გააღვივონ.

„მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მხატვრულ სახეებზე ფიქრი ნაწარმოების იდეაში გარკვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. თითოეული მეტაფორის, ეპითეტის, შედარების, გაპიროვნების, ბუნების პეიზაჟის საშუალებით იხსნება თემა, პრობლემა, მთავარი საფიქრალი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სწორედ ამიტომ, სკოლის VI კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე) ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ აქტივობისთვის. აქტივობა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რა ფუნქცია ეკისრება მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს ნაწარმოებში, როგორ უნდა დაწერონ ჩანახატი, როგორი წინადადებებითა და ტროპის რომელი სახეობებით უნდა დაიტვირთოს იგი.

აქტივობის ინიციატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.

როგორც გვიყვებიან, საკლასო ოთახმა ბუნების წიაღში გადაინაცვლა. მერხების ნაცვლად მუხის გადანაჭრელებსა და საგანგებოდ შერჩეულ მაგიდებზე გადაინაცვლეს მოსწავლეებმა.

„ჩიტების ჭიკჭიკისა და ფუტკრების ბზუილის ფონზე შეიქმნა ჩანახატები „გაზაფხული შემოსულა ლენ“, - აღნიშნავვენ სკოლაში.

ბავშვებმა ნაშრომები იქვე წაიკითხეს. აღნიშნულ დღეს გამოვლინდა საუკეთეს ნაშრომების ავტორები.

„საუკეთესო ნაშრომების მქონეს მოსწავლეები მშვენიერი განწყობით დაუბრუნდნენ ოჯახებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

​მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება