მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც ბავშვებს მოტივაციასა და განწყობას უმაღლებს.
ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ წინანდლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.
ვიზიტი წარმოადგენდა ერთობლივი პროექტის ნაწილს, რომელიც ისტორიის, ქართული ენა-ლიტერატურისა და ფრანგული ენის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმეს.
მოსწავლეთა ისტორიის მასწავლებელი - ლია ალადაშვილია, ფრანგული ენის პედაგოგი - ლალი ძამუკაშვილი, ხოლო ქართული ენის მასწავლებელი ნანიკო ჭილაშვილი გახლავთ.
შემეცნებითი ექსკურსია მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ქართულ-ფრანგული ურიერთობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ისინი გაეცნენ მუზეუმის ისტორიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ დეტალებს. მათ ასევე მოისმინეს ინფორმაცია იმ ღვაწლის შესახებ, რითაც ალექსანდრე ჭავჭავაძემ საქართველოში ევროპული კულტურის დანერგვასა და პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
ბავშვებმა აღნიშნულ დღეს ცოდნა აიმაღლეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა