სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლა მონაწილეობდა სსი-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან“. კონკურსის ფარგლებში, სკოლამ მოიპოვა გრანტი. კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტია - „მინანქრებისა და ჭიქურების მომზადების, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევა“. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერია SCR-23-462).
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, სასკოლო განათლებისა და სამეცნიერო კვლევების დაახლოება, სამეცნიერო კვლევების ინტეგრირება სასწავლო პროცესში.
სამეცნიერო დარგობრივი ლიტერატურის გაცნობისა და კვლევების პოპულარიზაციის გზით, სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერების კონკრეტული დარგით;
მოსწავლეთა მიერ სამეცნიერო კვლევების ჩატარების და შედეგების ანალიზის უნარების გამომუშავების ხელშეწყობა;
მასწავლებელთა, გამოცდილ და ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლებებში ჩასართავად.
გრანტის ფარგლებში სკოლაში დაარსდა „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“, მოსწავლეებმა შექმნეს კლუბის ლოგო და სოციალურ ქსელში
გვერდი სადაც გაზიარებულია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, კლუბის დაარსების მიზანია, მოსწავლეებში მეცნიერული უნარ-ჩვევების განვითარება, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია.
„ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ წევრი მოსწავლეებისთვის, პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა მარინა კაპანაძემ მოამზადა სალექციო კურსი და ჩაატარა ლექცია-სემინარები - მინის, კერამიკის, ჭიქურებისა და მინანქრის ზოგად ტექნოლოგიაში. ლექციები ჩატარდა როგორც სტუ-ში, ასევე 178-ე საჯარო სკოლაში. სალექციო კურსის მიზანი იყო: მოსწავლეების ინფორმირებულობა მინანქრის, ჭიქურის, მომინანქრებისა და მოჭიქურების ტექნოლოგიის შესახებ. სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერების კონკრეტული დარგით.
საგრანტო პროექტის გეგმით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება მოსწავლეებმა დაიწყეს სტუ-ში სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულებაზე, ასოცირებული პროფესორის გივი ლოლაძის ხელმძღვანელობით. თითოეულმა მოსწავლემ წითელი თიხის პლასტიური ცომისაგან საკუთარი ხელით გამოძერწა ნიმუშები, რომლებიც ჯერ გამოაშრეს და შემდეგ გამოწვეს 9000 °C ტემპერატურაზე. ასევე მოხატეს კერამიკული ფილები.
სამუშაოების გაგრძელდა სტუ-ში ბიონანოსამედიცინო კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტების ტექნოლოგის მიმართულებაზე მიმართულების ხელმძღვანელის, ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების და კერამიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს წევრის პროფესორ ზვიად კოვზირიძის ხელმძღვანელობით. პროფესორის მიერ განისაზღვრა კვლევითი სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა მიმართულების ლაბორატორიაში.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შლიკერის მომზადების და მასის ჩამოსხმის პროცესში, თაბაშირის ყალიბებში ჩამოასხეს შლიკერის მასა და მიიღებული ნაკეთობები გამოწვეს ღუმელში 1100°C კერამიკული ნაკეთობები.
სამუშაოები გაგრძელდა ექსპერიმენტალური შემოქმედებითი ცენტრის „ქართული მინანქარის“ ლაბორატორიაში პროფესორ ვლადიმერ გორდელაძის ხელმძღვანელობით. პროფესორის მიერ განისაზღვრა კვლევითი სამუშაოები, მომინანქრებული ნაკეთობის მომზადება, რომლებიც ჩატარდა ცენტრის ლაბორატორიაში. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გადაიტანეს მინანქარი ლითონის სპილენძისა და ვერცხლის ყალიბებზე. გამოწვის შემდეგ, მინანქარმა მიიღო საბოლოო სარკისებური ზედაპირი.
საგრანტო პროექტის დასრულების შემდეგ სამომავლო განვითარების გეგმა ითვალისწინებს:
- კონტაქტების შენარჩუნებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის;
- ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის შენარჩუნება და კლუბის თანამშრომლობა სტუ-სთან;
მთელი სასკოლო საზოგადოების სახელით, მადლობას ვუხდით სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობისთვის და მხარდაჭერისთვის. სკოლამ გრანტის ფარგლებში, გააუმჯობესა საბუნებისმეტყველო კათედრის მატერიალურ ტექნიკური ბაზა, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მოსწავლეებში STEM მიმართულებით გლობალურ- ფუნქციური უნარების განვითარებას.