მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„არ არსებობს ზღაპარი იმაზე კარგი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“ - თუმცა მაინც, დაწერა ზღაპრები, რომელთა მორალზეც თაობები აღიზარდა - ჰანს კრისტიან ანდერსენის შემოქმედებამ ყველას დააჯერა ბედნიერი დასასრულის ჭეშმარიტება და სწორედ მის დაბადების დღეზე, 2 აპრილს, მთელი მსოფლიო საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
„ზღაპრის ბოლო კეთილია“ - რა სიმბოლურია, რომ ამ სიტყვებს ბოლო დღეებია მთელი ერი საზეიმოდ გაიძახის, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეც, სკოლებში ამ მოტივებით აღინიშნა - დღეს, Etaloni.ge-სთან კი სკოლის დირექტორები მის მნიშვნელობაზე საუბრობენ, აღნიშნავენ რამდენად აუცილებელია მოსწავლეებისთვის ზღაპრების კითხვა, იხსენებენ მათთვის საყვარელ ზღაპრებს და აღნიშნავენ, თუ რა ცხოვრებისეული გამოცდილების მიმცემია სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება.
ნუნუ ლობჯანიძე, ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის დირექტორი:
ახლაც კი ვკითხულობ ზღაპრებს, თუნდაც დასამშვიდებლად. ფაქტი, რომ ყოველთვის კეთილი იმარჯვებს, მოსწავლეების ემოციური განვითარებისთვის ნამდვილად საჭიროა, პედაგოგებს გვევალება, რომ ბავშვებს სიკეთის კეთება ვასწავლოთ და ისე აღვზარდოთ, რომ ბოროტება არ ჩაიდინონ, ზღაპრები კი კეთილისა და ბოროტის გარჩევისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. მე ძალიან მიყვარდა „აბესალომ და ეთერი“, თუმცა მისი დასასრული დარდს გგვრის, ესეც მნიშვნელოვანია, ცხოვრებაზე გაფიქრებს და უსაზღვრო ემოციებით გავსებს. არაერთი ქართული ზღაპარი გვაქვს რომელსაც აუცილებლად დავამატებდი სასწავლო პროგრამაში.
არამ ვარდანიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის წყრუთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ზღაპრები ადამიანებს ფერად სამყაროში გვამოგზაურებს, საბავშვო წიგნები ბავშვობის ტკბილ პერიოდს გვილამაზებს, გვაჯერებს, რომ ზღაპრული სამყაროს შექმნა, ჩვენ, რეალურ ადამიანებსაც სიკეთით შესაძლებელია. მოსწავლეებში ჰუმანურობის გაღვივებისა და სიკეთისა და სიყვარული დანერგვისთვის ზღაპრების სწავლა სკოლაშიც მნიშვნელოვანია. ვერ გამოვყოფდი, რომელიმე კონკრეტულ ზღაპარს, თუმცა ჰანს კრისტიან ანდერსენის შემოქმედება, ნამდვილად არის ის დიდი საგანძური, რომლის შთაგონებითაც ყველა მოსწავლე უნდა იზრდებოდეს.
მაკა ქავთარაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:
დაწყებითი კლასებისთვის ზღაპრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოსწავლეებს ისეთი ასაკი აქვთ, რომ სჯერათ მსგავსი სამყაროს არსებობის, შესაბამისად, ეს მათში დიდი ინტერესს იწვევს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული სასწავლო პროგრამაში ნებისმიერ ქართულ ზღაპარს შევიტანდი, ბავშვობაში დავბრუნდები და ჩემს საყვარელ ზღაპრებსაც გეტყვით, გამორჩეულად მიყვარდა: „ხუთკუნჭულა“, „მუჭა ნახევარა“, „სიზმარა“, და კიდევ მრავალი, მახსოვს შთაბეჭდილებები, რომლებიც მათი წაკითხვის მერე მქონდა და მგონია, რომ ეს ემოციები ყველა ბავშვმა უნდა განიცადოს. ზღაპრის კეთილი დასასრული ბავშვებს ასწავლის, რომ სიკეთის კეთებას ყოველთვის კარგი შედეგები მოჰყვება, ამით ისინი იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა და თანადგომა.
რუსუდან მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სორის საჯარო სკოლის დირექტორი:
ზღაპრები მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი კეთილი დასასრული, ბავშვებს ძალიან ღირებულს - სიკეთის კეთებას, შთააგონებს. ვფიქრობ კარგი იქნება, მოსწავლეებს სკოლაშიც ჰქონდეთ შესაძლებლობა წაიკითხონ ზღაპრები და იმოგზაურონ იმ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც სიკეთე ყოველთვის ყველაფერზე ბატონობს. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მათი კითხვა, ინდური და უზბეკური ზღაპრებიდან დაწყებული ყველაფერს ვეცნობოდი და ეს მართლაც იყოს უსაზღვრო ემოციების მომგვრელი ჩემთვის. ფაქტი, რომ ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს, მოსწავლეებს ასწავლის, რომ სიკეთე აუცილებლად იმარჯვებს ბოროტებაზე. მე სულ ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს, რომ სიკეთე ყველაზე კარგი იარაღია და უნდა იყვნენ კეთილები. შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეზე აღინიშნება, მეზღაპრის, რომლის შემოქმედებასაც უდიდესი ღირებულება გააჩნია და რომლის მოტივებზეც არა მარტო ჩემი, არამედ მრავალი თაობა აღიზარდა.
ნინო ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრები ჩემი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მისი პერსონაჟები ჩვენთვის სამაგალითოები იყვნენ და კითხვით, უდიდეს სიამოვნებას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვიღებდით. ახალი თაობა უფრო სხვა ლიტერატურით ინტერესდება, მაგრამ მგონია, რომ ზღაპრები ბავშვობის წლებს უფრო ფერადოვანს ხდის. ზღაპრებმა გვასწავლა, რომ ბოროტებასთან სიკეთით ბრძოლას ყოველთვის ექნება კარგი დასასრული.
ვიქტორ მურადიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორი:
ყველას უნდა ბავშვობაში დაბრუნება, ზღაპრები კი ამის საშუალებას ყოველთვის გვაძლევს. მგონია, რომ ზღაპრები მოსწავლეებს არა მარტო კითხვის სიამოვნებას, არამედ ცხოვრებისეულ გაკვეთილს აძლევს. მე მრავალი ქვეყნის ზღაპრებს ვკითხულობდი, მიყვარდა ძმები გრიმების ზღაპრები, მათ წაკითხვას კი, ყოველთვის ვურჩევ მოსწავლეებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.