მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რომლებშიც ბავშვები აქტიურად ერთვებიან.
მათ შორის იყო სიცილის საერთაშორისო დღისადმი და აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
სიცილის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, მე-4 და მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში: დაამზადეს კედლის გაზეთები და სტიკერები.
არანაკლებ საინტერესო იყო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები. ეს დღე მე-9 კლასის მოსწავლეებმა სპეცმასწავლებლის - ზეინაბ ჭაავას ხელმძღვანელობით აღნიშნეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას.
რესურსოთახში მოსწავლეებმა დაამზადეს ბანერები და კედლის გაზეთი. ამით მათ გამოხატეს სოლიდარობა და მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს