მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ნონა ურუშაძე სამართლიანი, პროფესიონალი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მოსწავლეებთან მეგობრული და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები მნიშვნელოვანია. პედაგოგი მოსწავლეებს ყოველთვის გულდასმით უსმენს და საჭირო რჩევებს აძლევს.
ნონა ურუშაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მოთმინება, სამართლიანობა, ტოლერანტობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ორგანიზებულობას და წესრიგს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ყურადღებით“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- იგივე პროფესიას ავირჩევდი, რაც ავირჩიე.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ დადებითად, ალბათ მეგობრულ მასწავლებლად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის არის, მოსწავლე, რომელიც წარმატებულია.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მხატვრული ლიტერატურა და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გარკვეულ შემთხვევებში სკოლებში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს საკლასო ოთახებში“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
სწავლებისა და განვითარების თეორიები, რომლებიც საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე მოეთხოვებათ მასწავლებლებს
როგორი იქნება განახლებული ოქროსა და ვერცხლის მედლები წარჩინებული მოსწავლეებისთვის - დიზაინი ცნობილია