სიახლეები
სიახლეები

62 რესურსცენტრის დირექტორის პოზიციაზე კონკურსი განათლების სამინისტრომ გამოცხადა 
05-04-2024
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე.

საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 62 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს:

  • უმაღლესი განათლების დამადადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი;
  • განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის 4 აპრილიდან დაიწყება და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე: https://hr.gov.ge

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება:

  • პირველი ეტაპი – კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი – გასაუბრება. 

რესურსცენტრის უფროსობის კანდიდატი, კონკურსის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, გასაუბრებას გაივლის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან.

გასაუბრების შესახებ ინფორმაცია თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად ეცნობება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად საგანმანათლებლო რესუსრცენტრის უფროსის თანამდებობა 2024 წლის პირველი იანვრიდან განისაზღვრა, როგორც პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება