სიახლეები
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორ ინგა ჯალიაშვილს სასწავლო-აღმზრდელობით და შემოქმედებით საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
08-04-2024
-
+


ინგა ჯალიაშვილი გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორია, საქმისადმი სიერთგულით, თაობების სამსახურში დგას და ღირსეულად ემსახურება ყველაზე ღირებულს - განათლებული თაობების აღზრდას. 

ამის დასტურია, მადლობის სიგელი, რომელიც დირექტორს გადაეცა სასწავლო-აღმზრდელობით და შემოქმედებით საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის. 

აღსანიშნავია, რომ დირექტორს ჯილდო „ევროპის ქალთა საბჭომ“, გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ თერჯოლის ქალთა საბჭოში მიმდინარეობს პროექტი - „ჩვენი მადლობა მათ!“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება მუნიციპალიტეტში გამორჩეულ ქალბატონებს ეცნობა. ამჯერად, კი, საზოგადოებას ორგანიზაციამ, წარმატებული ქალბატონის სახელით, ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორის, ინგა ჯალიაშვილის ისტორია მოუთხრო. 

გიზიარებთ „ევროპის ქალთა საბჭოს“, წერილს უცვლელად: 

„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

როგორც მოგეხსენებათ, თერჯოლის ქალთა საბჭოში მიმდინარეობს პროექტი „ჩვენი მადლობა მათ!“ მაგრამ ამასთანავე ვაგრძელებთ საზოგადოებისათვის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ქალბატონების წარდგენას. ამჯერად ჩვენი არჩევანი შეჩერდა ახალგაზრდა ქალბატონზე, ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორზე ქ-ნ ინგა ჯალიაშვილზე.

ქ-ნი ინგამ სიღნაღის რაიონის დაბა წნორის N1 საჯარო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში თერჯოლლების რძალი გახდა და ბრწყინვალე ოჯახი შექმნა. თერჯოლამაც გულთბილად მიიღო და შეიყვარა ლამაზი სიღნაღელი გოგონა.

სხვადასხვა დროს იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თერჯოლის N1 საჯარო და კერძო სკოლაში-  „მზეკაბანი 2007“. დღეს კი მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელია.

„ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვცდილობ მთელი ჩემი ენერგია მივმართო მის წარმატებით განსახორციელებლად“,- ეს ქალბატონი ინგას სიტყვებია. ის მუდამ ზრუნავს პირად პროფესიულ განვითარებაზე. გამოირჩევა ინიციატივებითა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებ-ლობის გრძნობით. არის ქველმოქმედი. მას ყველას ტკივილი ტკივა და ყველას სიხარული ახარებს.

„საინტერესო აქტივობების ჩასატარებლად პედაგოგი სულ უნდა ვითარდებოდეს“,- ამბობს ქ-ნი ინგა და ამის დასტურია ის მრავალფეროვანი და დახვეწილი აქტივობები, რომლებსაც ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგები ატარებენ თუ სკოლაში, თუ სკოლის ფარგლებს გარეთ.

თავისი თავმდაბლობით, საქმისადმი ერთგულებითა და სიყვარულით თავადაც საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. არის ერთგული და უღალატო მეგობარი. ყველაფერთან ერთად დიდი ოჯახის დიასახლისი, მეუღლე და ხუთი შვილის დედაა. „მეც ჩემს შვილებთან ერთად გავიზარდეო“ - მრავლის მთქმელია მისი ეს სიტყვები.

დიახ, ქ-ნი ინგა ოთხი ვაჟკაცისა და ერთი გოგონას დედაა. ამით მან ღირსეულად მოიხადა სამშობლოს წინაშე თავისი მოქალაქეობრივი ვალი და ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამ მიზნით ის ახალგაზრდა ქალბატონებისთვის მაგალითად იქცა.

ქ-ნი ინგა გახლავთ პიროვნება, რომელიც უანგაროდ თესავს სიკეთეს, სიყვარულით ავსებს გარშემო მყოფებს. მას იცნობენ, როგორც გულითად მეგობარს, აღმზრდელს, პედაგოგს, საქმის პროფესიონალს. იცნობენ, როგორც საამაყო შვილს, დედას, დას, მეუღლეს, და ამჟამად უკვე დედამთილსაც.

„საოცარი დედა ხარ, საოცარი შვილებით! შემკული ხარ, ყველა ადამიანური თვისებებით და ღირსებით, იშვიათი ხარ და ნამდვილი ადამიანი! მიყვარხართ მთელი ოჯახი!“, - ეს ქ-ნ ინგა ჯალიაშვილის ერთ-ერთი გულშემატკივრის გულიდან ამოსული სიტყვებია.

თერჯოლის ქალთა საბჭოც უერთდება და სავსებით იზიარებს ამ შეფასებას. სარგებლობს შემთხვევით და დიდი პატივისცემით ულოცავს ამ უკეთილშობილეს ქალბატონს დაბადების დღეს. უსურვებს მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე დღეებს ცხოვრებაში. აქვე მადლობას უხდის მაღალი პროფესიონალიზმისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, საქმისადმი ერთგულებისა და ქველმოქმედებისათვის! უსურვებს მას და მის დიდ ოჯახს პირად ბედნიერებას, სამსახურებრივ გამარჯვებებს!“.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

მასწავლებლობის უფლება ენიჭება რესურსცენტრის უფროსს, უფროსის ფუნქციის შემსრულებელსა და მის მოადგილეს 

ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ოსწავლეები დებატების ხელოვნებას დაეუფლებიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დეზინფორმაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 

უდაბნოს საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა მოთხრობის გავლენით თოჯინები დაამზადეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება