მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეიბიჯიეს“ აკადემიაში არაფორმალური განათლების მიმართულებით, სხვადასხვა ტრენინგ-კურსი ტარდება, რომელთაც პროფესიონალი ტრენერები უძღვებიან. თითოეული კურსის ბოლოს კი, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
„ეიბიჯიეს“ აკადემიაში მეტყველების 60-საათიან პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროგრამის სრული დასახელებაა - „სენსომოტორიკის განვითარება და მეტყველების ფორმირების პროცესები ბავშვებში“.
აღნიშნული კურსი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა განკუთვნილი. ესენი შეიძლება იყვნენ: მასწავლებლები, აღმზრდელები, მშობლები, სტუდენტები და ა.შ. ის ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და კვირაში 2-ჯერ ჩატარდება.
კურსის მიზანი ზოგადი ფსიქოლოგიის საფუძვლების, ბავშვის სენსომოტორული განვითარების, მეტყველების ფორმირების, ცნობიერება-შემეცნების, დასწავლის, მეხსიერების ფორმირების საწყის დონეზე შესწავლაა. 5 საკითხის შესწავლის შემდეგ, შუალედური გამოცდა მოეწყობა, რომელიც 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
დასრულების შემდეგ კი, იურიდიული ძალის ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა, რომელის გამოყენებაც დამხმარე საშუალებადაა შესაძლებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია საგაზაფხულო უდიდესი ფასდაკლებით.
კურის ფარგლებში, განსახილველი საკითხები შემდეგია:
შეგრძნებები
აღქმები
ცნობიერება
დასწავლა
მეხსიერება
შემეცნებითი პროცესები
ინტელექტი
განვითარება
მოტივაცია
ემოცია, სტრესი და ჯანმრთელობა
პიროვნება
აღნიშნული კურსის შესახებ კიდევ უფრო მეტი დეტალის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური