მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში, პირველკლასელებმა, მასწავლებლის - ლამზირა ცირამუას ხელმძღვანელობით, ტიციან ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
„ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან “ დაბადებული პოეტის იუბილე პირველკლასელებმა აპრილის სურნელით გაჟღენთილ სკოლის ხეივანში აღნიშნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
პატარებმა ისაუბრეს დიდებული პოეტის შესახებ. მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს დიდი ენთუზიაზმით გაუზიარეს.
მათ ასევე პოეზიის საღამოც გამართეს, როგორც აღნიშნავენ, თავიანთ ენერგიულ, ინოვატორ, დაუღალავ ლანა (ლამზირა ცირამუა) მასწავლებელთან ერთად. მათ ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე