სიახლეები
სიახლეები

დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლები დიდ ბრიტანეთში გაკვეთილებს ჩაატარებენ
25-11-2016
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის "ქართული ენის დისტანციური საპილოტე კურსი" ფარგლებში ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისთვის ვორქშოფი მიმდინარეობს. 

კონკურსის წესით შერჩეული მასწავლებლები სემინარზე დისტანციური კურსისათვის საჭირო ტექნოლოგიებს გაეცნობიან და დაგეგმილ 5 საპილოტე გაკვეთილს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის ჩაატარებენ.

პროგრამა "ქართული ენის დისტანციური საპილოტე კურსი" უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით იმუშავებს და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და კომპანიის „Microsoft - საქართველო“ მხარდაჭერით ხორციელდება.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება