მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, პროექტის - „რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია - გვახსოვდეს აფხაზეთი“ ფარგლებში, გაიმართა ლიტერატურული სპექტაკლი - „ერთი მუჭა მიწა“.
მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის სააქტო დარბაზში, ჩატარდა სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენა.
ქვეყნის მომავალი თაობის მიერ ჩატარებული აქტივობა ახალგაზრდებსა და მოზარდებში წარმოშობს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, სამომავლო ინტერაქციის თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანატოლებთან. სწრედ ამ დიად მიზანს ემსახურებოდა ღონისძიება, რომელიც შთამბეჭდავად წარიმართა და გულგრილი არავინ დატოვა.
სამშვიდობო ინიციატივებისა და კოლაბორაციების გასაძლიერებლად, სკოლის ადმინისტრაციამ ითანამშრომლა დევნილი რეგიონების სასკოლო თემთან, რომლებიც ლიმიტირებული მუსიკალური ნომრებით ჩაერთნენ ღონისძიებაში.
ღონისძიებას დაესწრნენ მიწვეული სტუმრები ქვეყნის პოლიტიკური, სასულიერო წოდების, კულტურული და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სკოლის დირექტორი: ლალი მელივა; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი: ფილოლოგი, მთარგმნელი, პოეტი, სცენარისტი: მარი თაბაგარი; მხატვარ-დეკორატორი: ქეთი დევნოზაშვილი; მუსიკალური გამფორმებელი: ნინო ბიბილური; პროექტის ავტორი: სოფიკო გორგილაძე.
ღონისძიების სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მარი თაბარი შთამბეჭდავი ღონისძიების შესახებ გვესაუბრება.
„ადამიანი არ მეგულება, საქართველო უყვარდეს და დღეს აფხაზეთი არ სტკიოდეს. ეს ტკივილი და განცდა რომ მომავალი თაობის ცნობიერებამდე სწორად მივიტანოთ, კონფლიქტის მიზეზები თუ არსებული პრობლემის არსი გავაცნობიერებინოთ, უფროსების მოვალეობაა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლალი მელიავა ყოველთვის სათანადოდ ზრუნავდა და ზრუნავს ამ საკითხზე.
ამასვე ემსახურება პროექტი „რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია“ და ჩვენს სკოლაში გამართული სპექტაკლი „ერთი მუჭა მიწა“.
სცენარში გამოყენებული მაქვს ციტატები და ლექსები გურამ ოდიშარიას, დარიკო ფიფიას, ეკა ქაჯაიას, შალვა ბაკურაძის შემოქმედებიდან.
მოსწავლეები ენთუზიაზმითა და დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამ საფრთხილო თემას და შეძლებისდაგვარად, სიღრმისეულად გაიაზრეს ის ტკივილი, რაც მშობლიურ მიწასა და სასაზღვრო მავთულხლართს უკავშირდება. არცერთი სიტყვა, მოვლენა თუ ფაქტი გადაჭარბებული არ ყოფილა.
სპექტაკლის ბოლოს საკუთარი აზრი გამოთქვეს ჩვენმა საპატიო სტუმრებმა: მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა.
მშვიდობის სურვილი და სიყვარულის გზავნილი (ენგურს გადაღმა) ჩვენმა მოსწავლეებმა ულამაზესი ფორმით გამოხატეს, სიმბოლურად, ღუნღულა მტრედი გაუშვეს იმ მხარის მისამართით, „სიყვარული რომ ჰქვია“...
სპექტაკლის ბოლოს მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჩვენი სტუმრები, ბოლნისის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლეები პედაგოგებთან და სკოლის დირექტორთან ერთად. ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე დიდი მადლობა მათ სტუმრობისა და უმშვენიერესი მუსიკალურ-ლიტერატურული ნომრისათვის.
კიდევ ერთხელ, მობრძანებისთვის უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ როსტომ ჩხეიძეს, ქალბატონ ნინო ვახანიას, ქალბატონ დარიკო ფიფიას, ეკა ქაჯაიასა და ნინო ფილფანს, რომელმაც მოპატიჟება მიიღო და გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, ერთი საათი გაატარა დარბაზში.
სპექტაკლი ბატონ გურამ ოდიშარიას ლექსით დავასრულეთ და ახლაც ეს ლექსი იყოს მცირე მიმოხილვის დასასრული:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა იმ წიგნებზე ისაუბრეს, რომლებიც წაკითხული ჰქონდათ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე