სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს კვირეული მიეძღვნა
08-04-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მნიშვნელოვან მოვლენებსა და ისტორიული ფაქტებთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები იმართება. 

სკოლაში, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო კვირეული მოეწყო, რომლის ფარლგებში არაერთი აქტივობა გაიმართა.

მოსწავლეებმა, ისტორიისა და ქართული ენის გაკვეთილებზე გავლილი საკითხების ინტეგრირებით, ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“ განიხილეს.

მათ თემის ფარგლებში, ისაუბრეს სოციალური და ეროვნული მოტივებზე.

მათ „აჩრდილიდან“ გაიხსენეს ნაწყვეტი - „და დაიმსხვრევა იგივ ბორკილი, კაცთა ცხოვრების შემფერხებელი“. მე-9 კლასის მოსწავლეები ინტეგრირებულ გაკვეთილზე გაეცნენ ილია ჭავჭავაძის როლს სოციალური მოტივის საკითხის გადაჭრაში. 

საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა-კვირეულის ფარგლებში, ჩატარებული მორიგი აქტივობა გახლდათ: ილია ჭავჭავაძის როლი ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მამულიშვილის სამოქმედო პროგრამა: მამული, ენა, სარწმუნოება. ასევე სკოლაში, IX – XI კლასების მოსწავლეთა შორის გამოცხადდა ესეების კონკურსი და გამარჯვებული ესეს ავტორი გამოვლინდა.

მათ ასევე ისაუბრეს, თერგდალეულების, მათი დასებად დაშლის საკითხზე.

აღნიშნული კლასების პედაგოგები: ლიკა დევნოზაშვილი და ქეთევან გაბლიშვილი არიან.

მე-9 კლასელებმა, ისტორიის გაკვეთილზე, ქეთევან გაბლიშვილის ხელმძღვანელობით ისაუბრეს ჭეშმარიტი ლიბერალიზმის შესახებ. მოსწავლეებს მიეცათ საკითხი და მასალა - დაეწერათ საკუთარი დამოკიდებულება და შეხედულება საკითხთთან მიმართებით, რომელსაც მიეცემოდა დისკუსიის სახე კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად. 

ავტოკეფალიის კვირეული ფილმით - „ავტოკეფალია“ დაიხურა.

მოსწავლეებმა უყურეს ფილმს, სადაც ქრონოლოგიურად არის გადმოცემული საქართველოს ავტოკეფალიის ისტორია, ფილმის ყურებისას, მოსწავლეები ინიშნავდნენ თარიღებს და მოვლენებს, შექმნეს მოვლენების ქრონიკა. მათ გაიაზრეს ის ფაქტები რამაც დააკრგვინა საქართველოს ავტოკეფალია და გაიცნეს ადამიანები, ვისაც უდიდესი როლი მიუძღვის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.

აღნიშნული აქტივობა პედაგოგ ქეთევან გაბლიშვილის ხელმძღვანელობით, IX – XI კლასებში ჩატარდა.  

„გამარჯვებული ესე და სრულყოფილი ქრონიკა გამოიფინება: „კედლის გაზეთის ავტოკეფალია“ გვერდით“, - აღნიშნავევენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

მასწავლებლობის უფლება ენიჭება რესურსცენტრის უფროსს, უფროსის ფუნქციის შემსრულებელსა და მის მოადგილეს 

ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„ავტორიზაციის პროცესში მასწავლებლების მხარდაჭერა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია“

შთამბეჭდავ ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ანა კალანდაძის უკვდავი ლექსი




„წიგნიერებასა და გონიერებაში ჩამალული საიდუმლო - დავით აღმაშენებელი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება გორისის საჯარო სკოლაში 

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება