მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მატიანეს კიდევ ერთი ისტორიული დღე შეემატა.
სკოლაში 17 შინდისელი გმირის სახელობის ბაღი გაიხსნა.
თებერვალში სკოლაში მიმდინარე ოკუპაციის კვირეულის და მშობელთა ჩართულობის თვის ფარგლებში, ჩვენი საქართველოს პედაგოგის - ქეთევან გაბლიშვილის ინიციატივით, სკოლის ეზოში 17 შინდისელი გმირის პატივსაცემად ხეხილის ბაღის გაშენება გადაწყდა.
„ჩვენ გვახსოვს“ - ასეთი იყო ქართველი გმირების უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიების სლოგანი.
აქტივობა დაიგეგმა მეხუთე კლასებში, ქართლის შესწავლისას. მეხუთე კლასის მშობლების თანადგომით, სასკოლო საზოგადოებამ შეიძინა ნერგები და შეუკვეთა ბანერი.
მოსწავლეებმა, მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად, საკუთარი ხელით დარგეს ნერგები. მოვლა-პატრონობაში კი მათ სკოლის ეკოკლუბი - „დედამიწის ქომაგები“ დაეხმარება.
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დარგვამდე მოამზადეს ბაღი.
„დიდი მადლობა მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის ისტორიულ საქმეში. დაიგეგმა ბუნებისმეტყველების საგანთან ინტეგრირება, კერძოდ მცენარის აგებულების, მნიშვნელობისა და ფუნქციის შესახებ გაკვეთილი. რომელსაც პედაგოგი ხატია რაზმაძე უხელმძღვანელებს, ასევე მეხუთეკლასელების შეხვედრა ეკოკლუბის წევრებთან და ბაღის მოვლის საკითხებზე მსჯელობა“,- გვიყვება პედაგოგი ქეთევან გაბლიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება