სიახლეები
სკოლები

„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ - თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს
08-04-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამ თემასთან დაკავშირებით, მე-5 კლასში, ღონისძიება თემაზე: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ ჩატარდა ისტორიის მასწავლებლის - მზია მაისურაძის ორგანიზებით.

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული პოსტერები და კედლის გაზეთები.

აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასის მოსწავლემ - ნუცა ზურაბიშვილმა საკუთარი ხელით დახატა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პორტრეტები.

მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი „9 აპრილის მოვლენების ქრონიკა“. მე-5 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს, რა იყო ახალი მათთვის, რა ინფორმაცია მიიღეს აღნიშნული ღონისძიებიდან, უფროსკლასელებმა კი შეაფასეს 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები  და ისმჯელეს ტრაგედიის შედეგებზე.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

მასწავლებლობის უფლება ენიჭება რესურსცენტრის უფროსს, უფროსის ფუნქციის შემსრულებელსა და მის მოადგილეს 

ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მახათაურის საჯარო სკოლაში დავით ღმაშენებლის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა მე-8 კლასის მოსწავლემ, თამარ ყიფშიძემ

ფონდმა მათ სამადლობელი წერილი და სიგელი გამოუგზავნა

„ავტორიზაციის პროცესში მასწავლებლების მხარდაჭერა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია“

შთამბეჭდავ ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ანა კალანდაძის უკვდავი ლექსი




საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება