სიახლეები
სკოლები

„1989 წლის 9 აპრილიდან - 1991 წლის 9 აპრილამდე. მადლობა თავისუფლებისთვის!“- თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები დაამზადეს 
09-04-2024
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწალეთა განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორია კარგად გაითავისონ. ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, ისტორიის მასწავლებელ ნანა ჩხაიძის ხელმძღვანელობით, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ  კინო-ფოტო-ფონო და წერილობითი მასალები მოიძიეს და პოსტერები - „1989 წლის 9 აპრილიდან - 1991 წლის 9 აპრილამდე. მადლობა თავისუფლებისთვის!“, შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი აქტივობაში მონდომებითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

„9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა. თაობების თავგანწირულმა ბრძოლამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო და  საქართველომ მოიპოვა მრავალნანატრი დამოუკიდებლობა, გახდა თავისუფალი“,- ეს სულისკვეთება გასდევდა მოსწავლეთა აქტივობას. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები

მოსწავლეებმა ცნობილი ქალი მეცნიერების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება