მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნანა კვიციანი ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც ბავშვების სიყვარული უპირობოდ მნიშვნელოვანია, ზრუნავს მოსწავლეთა წინსვლასა და წარმატებაზე და მათი ყველა მიღწევა მისთვის საამაყოა. ამ ღირსებებით შემკული კი ღირსეულად ემსახურება მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნანა კვიციანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მასწავლებელი აუცილებლად უნდა აკვირდებოდეს თავისი მუშაობის შედეგს ბავშვებთან, მასწავლებელს აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვები, მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის შესაძლებლობებს.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- რომ მოსწავლემ დაიცვას კლასში შემუშავებული წესები.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „აბა ბავშვები ყურადღებით მომისმინეთ“.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებდი რომ მოვემზადო არჩეული საგნებში, რის საფუძველზეც სტუდენტი უნდა გავხდე.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ დამახასიათებდნენ თბილ, მხიარულ და ზოგჯერ ბრაზიან და მკაცრ პედაგოგად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლე, რომელიც დასაწყისში არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში და ბევრი შრომის ჩადების შემდეგ საუკეთესო მოსწავლე ხდება, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მათემატიკა, ქართული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე