მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლია არღვლიანი ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ბედნიერება მოსწავლეების სახეზე ღიმილისა და სიხარულის ხილვაა. თავმდაბლობით გამოირჩევა, თუმცა თვლის, რომ მოსწავლეები დადებითად შეაფასებენ, ყოველთვის ცდილობს მათთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს და საერთო მიზნისკენ ერთიანი ძალებით ისწრაფვოდნენ.
etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ლია არღვლიანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ტოლერანტობა, კრიტიკული აზროვნება და კომუნიკაბელურობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მეგობრული გარემო, როცა კლასში კარგი ატმოსფერო სუფევს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ, კარგი ბავშვი ხარ, შეგიძლია სწავლა.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- უფრო მეტ დროს დავუთმობდი სასწავლო ლიტერატურას, რომ მეტად ახლოს ვყოფილიყავი მიზანთან.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ალბათ, დადებითად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების აქტიურობა გაკვეთილზე, მათი ბედნიერი და მომღიმარი სახის ხილვა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მასწავლებლობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ