მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნონა ფარჯიანი ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელია, რომლისთვისაც პროფესიონალიზმი, სამართლიანობა და მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება, ის მთავარი ღირებულებებია, რაც კარგ პედაგოგს აუცილებლად უნდა გააჩნდეს, თავადაც ამ თვისებებით შემკული მოსწავლეებისთვის მოსიყვარულე და მეგობრული პედაგოგია.
etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნონა ფარჯიანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, მეგობრული დამოკიდებულება.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სწავლის მაღალ ხარისხს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გასაგებია? კითხვები ხომ არ გაქვთ?
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მაქსიმუმს გავაკეთებდი მიზნის მისაღწევად და ისევ ავირჩევდი ჩემს პროფესიას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- რთულია სათქმელად, მაგრამ, ალბათ, მოსიყვარულე, მეგობრული, სიახლეებზე ორიენტირებული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სწავლის დასაწყისში მოსწავლეს რომელსაც უთქვამს, რომ არ უყვარს ქიმია-ბიოლოგიის საგანი და სემესტრის ბოლოს რადიკალურად შეუცვლია პოზიცია.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მასწავლებლის როლში ყოფნა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ