მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნანა ნარსავიძე ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც დიდი ბედნიერებაა, როცა მოსწავლეებისგან სიყვარულს გრძნობს, ხედავს, რომ მის გაკვეთილებს სიამოვნებით ესწრებიან და აქტიურად არიან ჩართულნი პროცესში. გამოირჩევა მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულებით და ზრუნავს, ინტელექტუალური თაობების აღზრდაზე.
etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნანა ნარსავიძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ტოლერანტობა, ყურადღება, მეგობრობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- საკლასო ოთახში მაშინაა დისციპლინა, როცა ირგვლივ მეგობრული გარემო სუფევს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ! მშვენიერია! ძალიან მომეწონა!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- უფრო მეტ დროს დაუთმობდი მეცადინეობას, უფრო სიღრმისეულად ვისწავლიდი სასწავლო მასალას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ, კარგად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- როდესაც მოსწავლეებს მასწავლებელი უყვართ, სიამოვნებით ესწრებიან მის გაკვეთილს და აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ვფიქრობ, ეს უკვე დიდი წარმატებაა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- განსაკუთრებით მაინტერესებდა და ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. შინ მისული მასწავლებლობანას ვთამაშობდი და ისე ვასრულებდი საშინაო დავალებებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
საღამომ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ