მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში, 9 აპრილს - უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა.
„გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!“ - ლადოს ამ უკვდავი სიმღერით, 9 აპრილის სისხლიან განთიადს ეგებებოდნენ ჩვენი გმირები!“, - ამ სიტყვებით, მოსწავლეები უკან, 35 წლის წინანდელ საქართველოში დაბრუნდნენ და გაიხსენეს ის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად.
9 აპრილს, სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და მისი მოსწავლეები ცაგერში, 9 აპრილის მემორიალს, ტიტებითა და საყვარელ ნამოწაფართაგან, 1991 წელს ნაჩუქარი რელიქვიად ქცეული დროშით ეწვივნენ.
აღსანიშნავია, რომ დირექტორსა და მოსწავლეებს, მემორიალთან დახვდნენ საამაყო ჩოხოსანი ბიჭები: ლუკა და ირაკლი და ნამოწაფარი, ქორეოგრაფი ბესარიონ ჩანქსელიანი, მერე კი, ინახულეს ლადო ასათიანის სკვერში უკვდავი „სალაღობოს“ ავტორის, მარადჭაბუკი პოეტის ბიუსტი.
„დიდება სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა სახელებს! ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე! ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და მათთა მსგავსთა ნაოცნებარ საქართველოს შეგვასწროს ღმერთმა! დიდება წამებულ გმირებს! მადლობა თავისუფლებისთვის!“, - ამ სიტყვებით კი, სასკოლო საზოგადოებამ, დირექტორის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება