სიახლეები
პიროვნება

„თვითგანვითარებისკენ სწრაფვა პედაგოგის პირდაპირი ვალდებულებაა“- ნინო ჯოჯუა, ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი
10-04-2024
-
+


ნინო ჯოჯუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია, რომლისთვისაც განვითარება და წინსვლისკენ სწრაფვა ყოველდღიურობის ნაწილია. მოსწავლეობის პერიოდში ხშირად ფიქრობდა მასწავლებლის როლზე და სხვადსხვა პრობლემას სწორედ პედაგოგის თვალით უყურებდა, დღეს კი, უკვე შემდგარი პედაგოგი იბრძვის სამართლიანობისთვის და ცდილობს, რომ მოსწავლეებს თანაბარი გარემო შეუქმნას, ხარისხიანი განათლება შესთავაზოს და მუდმივად იდგეს განათლებული ახალგაზრდების სამსახურში. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნინო ჯოჯუასთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ჩემი მოკრძალებული და სუბიექტური აზრით, საგნის ცოდნა, სიახლეებისკენ და მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა პედაგოგისთვის პირდაპირი ვალდებულებაა, შეაბამისად არ გამოვყოფდი ცალკე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ისაუბრო მხოლოდ სამ თვისებაზე იმ მრავალთაგან, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი კარგი მასწავლებელი, ვეცდები ვფოკუსირდე სამზე.

ბავშვების სიყვარული, რომელიც გულისხმობს კეთილგანწყობილი, სანდო და გულწრფელი გარემოს შექმნას სკოლის სივრცეში, რაც იმთავითვე ქმნის ჯანსაღ თანამშრომლობაზე აგებულ ურთიერთდამოკიდებულებას.

ემპათია - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გააცნობიეროს და გაანალიზოს მოსწავლის შინაგანი, ემოციური მდგომარეობა და გამოავლინოს თანაგანცდის უნარი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც;

სამართლიანობა, რადგან თუ მოსწავლე პირველივე წამიდან არ გენდო, როგორც ადამიანს, ვერ დაინახა მასწავლებელში მთავარი ღირებულებები, ვერანაირად ვერ დაარწმუნებ და დააჯერებ კონკრეტული საგნის შესწავლის აუცილებლობაში.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მიუკერძოებელ, სანდო გარემოს, თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთთანამშრომლობას, გამჭვირვალე ქცევის წესებს, როგორც მოსწავლისთვის , ასევე მასწავლებლისთვის.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- უპირველეს ყოვლისა ადამიანური ღირებულებები და შემდეგ საგნის ცოდნა.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- სრულად გამოვიყენებდი იმ შესაძლებლობებს, რაზეც ჩემი აბიტურიენტობის პერიოდში ვერც კი იოცნებებდი ან არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაგალითად გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეთა გამარჯვება სხვა და სხვა პროგრამებში, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე ფარგლებს გარეთაც, თუმცა მთავარი წარმატება ჩემთვის მოსწავლეებში იმ ღირებულებების აღმოჩენაა, რომელიც ეფექტური თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანესია.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- რატომ ჰქონდა ადგილი მიკერძოებულ სწავლებას, რატომ ხდებოდა მოსწავლეთა დაყოფა სოციალური სტატუსის მიხედვით (არ იგულისხმება ყველა მასწავლებელი, არამედ გამონაკლისები, თუმცა სამწუხაროდ იყვნენ) და მე, რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი, როგორ გავუმკლავდებოდი კონკრეტულ პრობლემას?!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„გარკვეულ შემთხვევებში სკოლებში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს  საკლასო ოთახებში“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

ვისთვის არის სავალდებულო ატესტატის გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიტანა და რა ვადებში 

ყოველ თვე 100 ლარს 18 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

სწავლებისა და განვითარების თეორიები, რომლებიც საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე მოეთხოვებათ მასწავლებლებს

როგორი იქნება განახლებული ოქროსა და ვერცხლის მედლები წარჩინებული მოსწავლეებისთვის  - დიზაინი ცნობილია

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია აბურჯანია პასუხობს
 
სკოლები
„როგორც ქართველმა, ქართულის მასწავლებელმა და ქართული სკოლის ხელმძღვანელმა, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს“...
 

სკოლის სპორტულ დარბაზს ჩაუტარდა კოსმეტიკური სამღებრო სამუშაოები

„ხელოვნების ძალა“ - საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილი ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგმა, სალომე კვირკველიამ ჩაატარა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება