მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თეთრიკო პაპავა პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის აქტიურად, ნაყოფიერად წარმართვა და მასში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა, რაც კარგად გამოსდის. პედაგოგი მოსწავლეების მიმართ მეგობრული და უშუალო დამოკიდებულებით გამოირჩევა. ბავშვებს საჭირო რჩევებს ყოველთვის აძლევს და კითხვას სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით აყვარებს.
თეთრიკო პაპავა etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სამართლიანი, მეგობრული, შემოქმედებითი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ ასე გააგრძელეთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- რეპეტიტორების ნაცვლად დამოუკიდებელ მუშაობას მივანიჭებდი უპირატესობას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- პოზიტიურ და მეგობრულ ადამიანად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეებისთვის კითხვის შეყვარება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მათემატიკა და ბუნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გარკვეულ შემთხვევებში სკოლებში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს საკლასო ოთახებში“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
სწავლებისა და განვითარების თეორიები, რომლებიც საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე მოეთხოვებათ მასწავლებლებს
როგორი იქნება განახლებული ოქროსა და ვერცხლის მედლები წარჩინებული მოსწავლეებისთვის - დიზაინი ცნობილია