მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება მიეძღვნა.
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი და ამავდროულად სევდიანი დღის - 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ინიციატორი და ხელმძღვანელი სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელი თეონა ფიფია გახლდათ.
ამ დღეს მოსწავლეებმა პატრიორული ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„სამშობლოს სიყვარულით ანთებული თვალებით პატარები იხსენებდნენ დიდ ტრაგედიას ,რომელმაც თავისუფლება მოუტანა ქვეყანას, მათი სიმღერები ათბობდა დამსწრე საზოგადოებას“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორმა, თეონა ფიფიამ დღის ბოლოს მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, კოლეგას, მუსიკის მასწავლებელს - ქვათი ჯოლოხავას, რომელმაც მუსიკალურად გააფორმა ღონისძიება და ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
ამ დღის ამსახველი ვიდეო იხილეთ ადგილობრივი ტელევიზიის გვერდზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება