სიახლეები
სკოლები

ჭობარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10-04-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.

მოსწავლეებმა: სალომე ივანიძემ, ნანუკა ივანიძემ, მარიამ გვირჯიშვილმა, ვლადიმერ გვირჯიშვილმა,  9 აპრილის შესახებ, ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხოლო შალვა გვირჯიშვილმა, ნიკოლოზ ივანიძემხათო გვირჯიშვილმა, სანდრა გვირჯიშვილმა, ნინო გვირჯიშვილმა,მაგდა გვირჯიშვილმა, რუსუდან ჯვარიძემ ლექსები წაიკითხეს 9 აპრილზე.

ღონისძისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.

სასანთლეში იღვენთებოდა 21 სანთელი, შემდეგ ბავშვებთან ერთად ეკლესიაში წავედით და უფალს შევავედრეთ ოცდაერთი გმირის სამშობლოს თავისუფლებას შეწირული სული“, - გვიყვება პედაგოგი ლამზირა მამულაიძე.

ეს დღე ძალიან ემოციური იყო თითოეული მოსწავლისა და პედაგოგისთვის.

სკოლის პედაგოგი ლამზირა მამულაიძე, დირექტორს - მარინა ჯვარიძესა და მასწავლებელ რუსუდან ზედგენიძეს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის. ასევე, მადლობას უხდის, ბავშვებს, მშობლებს აქტიურობისთვის და დამსწრე საზოგადოებას.

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი! ამ აქტივობის მიზანი იყო მომავალ თაობებსაც ახსოვდეთ ვინ გვაჩუქა თავისუფლება. დიდება გმირებს! არასოდეს ეტკინოს ჩვენს სამშობლოს, გამთლიანდეს და გაბრწყინდეს!“, - აღნიშნავს პედაგოგი ლამზირა მამულაიძე.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის შედეგები ცნობილია - ანგარიში 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება