მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება გაიმართა.
„სტკიოდათ, თუმცა ჯერ არ იცოდნენ, რომ თავისუფლება გვაჩუქეს!“, „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები!“ - ამ გზავნილებით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა სოფიკო კონცელიძემ კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი 9 აპრილის ტრაგედიას შეწირულ გმირებს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობა ისაუბრეს და გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოსთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები, წაიკითხეს სტატიები, შემდეგ კი, წარადგინეს პრეზენტაცია.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ჩვენი ქვეყნის გმირებს და მადლობა გადაუხადეს თავისუფლებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება