მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები ეწყობა.
მათ შორის იყო სკოლის მოსწავლეთა საგაზაფხულო ღონისძიება. მე-3, მე-4, მე-5 კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას და დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის შემობრძანება - ბუნების გამოღვიძება, ლექსებით, ქართული და სომხური სიმღერებით, ცეკვებითა და ლამაზი გამონათქვამებით მიულოცეს.
სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
„აღსანიშნავია, რომ გაზაფხული შედარებით გვიან შემოდის ჩვენს რეგიონში. აპრილში შეიმჩნევა სიმწვანე და აქა-იქ ამოწვერილი ენძელები. მერცხლებიც შედარებით გვიან გვიბრუნდებიან. სწორედ ბუნების ასეთი გამოღვიძება მოგვილოცეს ბავშვებმა ზეიმით“, - გვიყვებიან სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განწყობის, მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება