მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში პროექტული სწავლება აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობს.
პროექტული სწავლების ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი მეათეკლასელთა ერთმა ჯგუფმა პოეზიის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა და პატარებთან ერთად პოეზიის სიყვარული ერთმანეთს გაუზიარა.
მე-31 კლასელები კი ამ დღეს სლოგანის - „პოეზია ზეიმია სულისა“ - გარშემო გაერთიანდნენ.
სკოლაში, მათ, (დამრიგებელი ქეთევან კვიტაიშვილი) მე-101 კლასელებთან ერთად (დამრიგებელი ნაირა გოგუაძე) საინტერესო აქტივობები მოაწყვეს.
„გიყვარდეს ლექსი, ისწავლე ლექსები, ძალიან მიყვარს ლექსის მხატვრულად კითხვა“, - ეს სიტყვები ისმოდა საკლასო ოთახში.
აღნიშნულ დღეს უფროსებმა საინტერესო აქტივობები შესთავაზეს მოსწავლეებს.
„უფროსებმა მოუმზადეს და აჩვენეს პატარებს, როგორ კითხულობს ჩვენი უსაყვარლესი პოეზიის დედოფალი, როგორც მას უწოდებენ, ანა კალანდაძე თავის შესანიშნავ ლექსს- „ფეხი დამადგით“, ასევე აჩვენეს და მოასმენინეს ბავშვების საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები პატარა მსახიობების შესრულებით. მათ ტოლი არც ჩვენმა მასპინძლებმა დაუდეს და საყვარელი ლექსები წაუკითხეს უფროს მეგობრებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სტუმრებმა პატარები პოეზიის მოყვარულთა სიგელებითა და სუვენირებით დაასაჩუქრეს. როგორც გვეუბნებიან, არავის არ უნდოდა დასრულებულიყო ეს უაღრესად საინტერესო შეხვედრა.
„მადლობა ყველა მონაწილეს, დირექციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნინო ებრალიძეს ხელშეწყობისთვის. საინიციატივო ჯგუფის წევრებს: ნინო ჩხაიძეს, ნინო თოფურიას,ანასტასია ძიძიგურს,ნინი რამიშვილს,ნიკა ჩაგანავას, ნატალი დოლიძეს საინტერესო იდეის ასე ლამაზად განხორციელებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება