სიახლეები
სკოლები

„9 აპრილი - დღე ტკივილისა და დღე გამოღვიძებისა“- დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
10-04-2024
-
+


დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

III, V, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა ლამაზი, მაგრამ ცრემლით და ტკივილით აღსავსე ღონისძიება - „9 აპრილი - დღე ტკივილისა და დღე გამოღვიძებისა“ გამართეს. მათ 9 აპრილის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების თბილ სიტყვებში, ლექსებსა და სიმღერებში სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების მიმართ მოკრძალება და პატივისცემა იგრძნობოდა. 

მოსწავლეებმა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლები ნახეს და ამ დღის მნიშვნელობა, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესში, კიდევ ერთხელ გაიაზრეს. 

„ღონისძიებას ფონად გასდევდა ამაღელვებელი განწყობა, რადგან 1989 წლის 9 აპრილმა ყველა ქართველის მეხსიერებაში ტკივილთან ერთად უდიდესი სიამაყის განცდაც დატოვა - ამ დღეს ქართველებმა ერთად დგომა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეძლეს. უღრმესი მადლობა სკოლის დირექციას და კოლეგებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება