ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში 9 აპრილს პერფორმანსი მიეძღვნა
10-04-2024
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე ორინეტირებული გარემოა შექმნილი. პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ, რომ მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორია კარგად გაითავისონ.
ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, ტრაგედიისა და გამარჯვების დღის - 9 აპრილისადმი მიძღვნილი პერფორმანსი გაიმართა. მოსწავლეებმა ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, სანთლები დაანთეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს.
პერფომანსის კულმინაცია იყო, შინდისელი გმირის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ირაკლი ჯანელიძის საფლავის მონახულება. მოსწავლეებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
„სისხლიანი წვიმის ქვეშ აფრიალებული სანთლები! თურმე მართლა შეიძლება ტანკების დამარცხება ყვავილებითა და ცრემლებით! ირაკლი ჯანელიძე საქართველოსთვის დაღუპული ვაჟკაცია, ამიტომ მისი პერსონა დაუვიწყარი და სამაგალითოა ჩვენი ქვეყნისთვის! გვახსოვხარ! გვეამაყები“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ